Saturday 27 May 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

ავტვირთეთ მასალები ჩვენ ბლოგზე, ჯგუფის ყველა წევრმა მოახდინა თავისი ნამუშევრის პრეზენტაცია და  მივეცით ერთმანეთს რჩევები.
წარმატებებს ვუსურვებ ჯგუფის წევრებს!

Saturday 13 May 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია 


სასწავლო პროექტის გეგმა 



დღეს გავიარეთ მეექვსე მოდული,დავწყვილდით და გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია, გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონეს, მოვახდინეთ სასწავლო პროექტის გეგმის მოდიფიცირება.




















Sunday 7 May 2017

მეექვსე დღის რეფლექსია


ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკების შედგენაზე, მოსწავლეთა პრეზენტაციის. თანამშრომლობის, თვითშეფასების,პროექტის მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები, დავასრულეთ მასწავლებლის ბუკლეტზე მუშაობა, განვიხილეთ და დავასრულეთ მოსწავლის ნამუშევარი და იდეები გავუზიარეთ ერთმანეთს. განხილული მოდული ძალიან სასარგებლო და აუცილებლად გამოსაყენებელია პროექტზე და ზოგადად მუშაობის პროცესში.

Saturday 6 May 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს ტრენინგი ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო, რადგან გავიარეთ მესამე მოდული -კავშირები, და ასევე მეოთხე მოდულის სასწავლო ნიმუშების შექმნა.  ვისწავლეთ ინტერნეტის და ტექნოლოგიების გამოყენება როგორც საძიებო საშუალება, კომუნიკაციის საშუალება და ასევე კვლევისთვის, საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობასშევავსეთ მარტივი შაბლონი სადაც მივუთითეთ ვებ-გვერდის მისამართები.ვისწავლეთ ასევე ბლოგზე კომენტარების წერა. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო!

Sunday 30 April 2017

მეოთხე დღის რეფლექსია


მეოთხე დღის ტრენინგი საკმაოდ საინტერესო, დატვირთული და შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან დღეს შევისწავლეთ დღეს  განვიხილეთ შეფასების  ჩარჩო.ასევე განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი შესაბამისი მეთოდით და ინსტრუმენტით,  პროექტის მსვლელობისთვის საჭირო შეფასების სტრატეგიები, მეთოდები და ინსტრუმენტები.    შევქმენით წინარე ცოდნის  დამადასტურებელი დოკუმენტი, დავსვით გეზის მიმცემი კითხვები, რომელიც გაადვილებს პროექტზე მუშაობას.

Saturday 29 April 2017

მესამე დღის რეფლექსია


            მესამე დღის ტრენინგი საკმაიდ საინტერესო აღმოჩნდა და   ძალიან მომეწონა, იყო საინტერესო  და აქტუალური. 
             საპროექტო თემებისათვის შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.             ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია,  გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. 
             მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ, რათა ჩემმა მოსწავლეებმა განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარები,  სიღრმისეულად გაეცნონ სასწავლო თემატიკას  და  მეტად იყვნენ ჩართულნი პროექტებზე დაფუძნებულ  სასწავლო პროცესში.ამტტრტენეროვიყენებ, რათა ჩემმა მოსწავლეებმა განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარები,  სიღრმისეულად გაეცნონ სასწავლო თემატიკას და ის დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას, მეტად იყვნენ ჩართულნი პროექტებზე დაფუძნებულ  სასწავლო პროცესშ           

Sunday 23 April 2017

მეორე დღის რეფლექსია

ინტელის ტრეინინგის მეორე  დღეს გავეცანი vieweri -ის სახელმძღვანელოში  არსებულ პუბლიკასციის მომზადებას პროექტების სწავლების თემაზე, რაც მოცავდა ბუკლეტების შექმნას, დაკაბადონების ფუნქციებს, დიზაინის, ფერის ფორმის შეცვლას, დიაგრამების და გრაფიკების მომზადებას პროექტის ვიზუალიზაციისათვის. მივიღეთ დავალება შემდეგი ტრეინინგისათვის პროექტის თემის შესარჩევად და სტანდარტისა და ინდიკატორის მოძბნა.
დღევანდელი დღე იყო  ინფორმაციულად დატვირთული, მაგრამ ძალიან საინტერესო.  რაც ძალიან დამეხმარება ჩემს პროექტზე მუშაობისას. მადლობა ჩვენს ტრენერს ტრენინგის ასე საინტერესოდ წარმართვისათვის.







მეცხრე დღის რეფლექსია

ავტვირთეთ მასალები ჩვენ ბლოგზე, ჯგუფის ყველა წევრმა მოახდინა თავისი ნამუშევრის პრეზენტაცია და  მივეცით ერთმანეთს რჩევები. წარმატებებს ვუს...